გიორგი გახარია - შეზღუდვების რეალური შემსუბუქება შესაძლებელია, განხილული იყოს პირველი თებერვლიდან
შეზღუდვების რეალური შემსუბუქება შესაძლებელია, განხილული იყოს პირველი თებერვლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მოლები უფრო სწრაფად გაიხსნას.
„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში, იყოს მდგრადი, შესაძლებელია, იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გახარიამ.