გიორგი გახარია - რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე
გიორგი გახარია - რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე

დღეს ჩვენ გვექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის აეროპორტის ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო დავალების შესაბამისად, პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიკომპანიებთან, რათა პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფ დროში.

„ვიდრე ეს მოხდება და შემდგომაც ეს გაგრძელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც უცხოელი ავიაკომპანიები, განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქებიდან. ეს არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი მთავრობის ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება, ვიდრე ამაზე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება, როგორც პირობები მოქალაქეების მგზავრობის, ასევე ამ უსაფრთხო ქვეყნების სიის, რადგან ყველას გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა გლობალურად პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.