გიორგი გახარია - რაჭაში პირველადი საჭიროების სამუშაოები მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა
გიორგი გახარია - რაჭაში პირველადი საჭიროების სამუშაოები მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

მისივე თქმით, რაჭაში პირველადი საჭიროების სამუშაოები მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა.

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, რაჭაში სტიქია საკმაოდ მასშტაბური და მძიმე იყო. სტიქიის ზონაში შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საბედნიეროდ, პირველადი საჭიროების სამუშაოები მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა.

ასევე, დღეის მდგომარეობით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია, თუმცა სტქიის ზონაში კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

დღეს უნდა ვიმსჯელოთ კაპიტალური სამშენებლო სამუშოებისთვის, განსაკუთრებით საგზაო მიმართულებით დამატებითი თანხების გამოყოფის საკითხზე. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრტუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დასჭირდება. პროცესი დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდზე გაგრძელდება, – განაცხადა გიორგი გახარიამ.