გიორგი გახარია - რაც გუშინდელი აქციის დროს სადღაც შორიდან, „სკაიპით“ ჩართულმა ლიდერმა განაცხადა, იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, ამას შესაძლოა, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს
ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება. სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადებას, რა თქმა უნდა, შესაძლოა სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება.
„ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადება. ამას შეიძლება სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება და ეს თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევაა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გასცდება და გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.