გიორგი გახარია - რაც არ უნდა დამიძახონ და როგორც არ უნდა გამლანძღონ, ჩემზე არ მოქმედებს, ერთი ნერვი არ გამიტოკდება
შეუძლებელია თბილისი საქართველოს წარმატების გარეშე, ისევე როგორც წარმატებული საქართველო ძლიერი თბილისის გარეშე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ვაკეში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ ვაკის მოსახლეობასთან დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ მაჭავარიანი წარადგინა.
„თავიდანვე ვთქვით, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ, არავისთან ჩხუბს და ომს არ ვაპირებთ, მაგრამ ის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამის განხორციელებაშიც ვერავინ შეგვიშლის ხელს. ამიტომ, ჩვენს გვერდით ყოველთვის იქნებიან ახალგაზრდა კეთილსინდისიერი პროფესიონალები ისეთი, როგორც არის მეკო, ისეთი, როგორიც არის ლევან დოლიძე, ტატა ხვედელიანი და კიდევ ბევრი, რომ ვემსახუროთ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს და მივაღწიოთ იმას ერთხელ და სამუდამოდ, რომ შევძლოთ ამ ქვეყანაში ნორმალური, ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფოს აშენება. ესაა ჩვენი მიზანი. ვიწყებთ, რა თქმა უნდა, თბილისიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არ არის რიგითი მუნიციპალური არჩევნები და ცვლილებების დრო მოვიდა.
„ეს არ არის რიგითი მუნიციპალური არჩევნები, რადგან ვისაც უნდა რომ ეს დაიჯეროს, გულის სიღრმეში იმანაც იცის, რომ ცვლილებების დრო მოვიდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს. ამიტომ, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენს ღირსებას, ჩვენს პატიოსნებას შეესაბამება და საქმე რაც არის გასაკეთებელი, ამას ჩვენ მივხედავთ და ჩვენ გავაკეთებთ. ძალიან ბევრს საუბრობენ ამ ჩვენს წარსულზე, მომავალზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. საერთოდ არანაირი კომპლექსი არ გვაქვს, რადგან მაშინ, როდესაც „ოცნებაში“ ვიყავით, მაშინაც პატიოსნად ვემსახურებოდით ქვეყანას, ქალაქს, პარტიასაც მათ შორის, მაგრამ როგორც კი ვნახეთ, რომ სახელმწიფოზე მაღლა, ქვეყანაზე მაღლა დადგა რაღაც სხვა ინტერესები, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარვყოფთ ყველაფერს იმას, რაც ჩვენს წარსულში იყო, პირიქით. იქ ბევრი კარგი რამ იყო. ამ კარგს დავიტოვებთ და გავაგრძელებთ, უბრალოდ რაღაცებს გავაკეთებთ ბევრად უფრო სწრაფად, უკეთესად, ეფექტიანად და სამართლიანად. ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით ამ ქალაქში უნდა დამთავრდეს კორუფციაც, ნეპოტიზმიც და კიდევ ბევრი რამ. ეს არის ჩვენი მთავარი და ყველაზე ძლიერი მხარე. ვერავინ ვერაფერს ჩვენ ვერ დაგვაბრალებს. პატიოსნად ვემსახურებოდით ქვეყანას და გავაგრძელეთ ამ მსახურებას და ერთხელ და სამუდამოდ ყველგან, არა მხოლოდ თბილისში, სხვაგანაც, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში ადამიანს, მოქალაქეს უნდა ეკითხებოდნენ ამ გზის გაკეთება ურჩევნია დღეს თუ აი, ამ გზის, დენის გაყვანა ურჩევნია თუ სხვა რამის მოწესრიგება, ფასადის შეღებვა თუ ხის დარგვა. ჩვენ თუ ეს არ მივხვდით და ამ ბავშვებს ეს არ ავუხსენით, სულ ასე ვიქნებით. 30 წელია, ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკური ძალის გამარჯვება ნიშნავს წინამორბედის სრულ განადგურებას და ეს უნდა დავივიწყოთ. უნდა დავამთავროთ ყველა ჯერზე ნულიდან ქვეყნის შენება. კარგი რაც არის უნდა დავიტოვოთ და ზემოდან ახალი უნდა დავამატოთ. ამისთვის გვჭირდება ჩვენ მეკო. ამისთვის გვჭირდება ლევანი, ამისთვის გვჭირდება კიდევ ბევრი ადამიანი, რადგან შეუძლებელია თბილისი საქართველოს წარმატების გარეშე, ისევე როგორც წარმატებული საქართველო ძლიერი თბილისის გარეშეც შეუძლებელია. აქედან დავიწყებთ ნელ-ნელა. რაც არ უნდა დამიძახონ და როგორც არ უნდა გამლანძღონ, ეს ჩემზე არ მოქმედებს, მე ერთი ნერვი არ გამიტოკდება, მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ ვიცი, რა არის მიზანი, როგორია გეგმა ამ მიზნამდე რომ მივიდეთ და რაც მთავარია, ვიცი, რომ არც მაგათ ქებას და არც ლანძღვას ფასი არა აქვს. ნული იყო მაშინაც და ნულია ახლაც. ახლა მთავარი არის, რომ პატიოსანი, კეთილსინდისიერი ხალხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.