გიორგი გახარია - ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა გაგრძელდება
ქუთაისი, ისტორიაში პირველად, უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, – ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა.
განხორციელებულ პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გოდოგანზე ორი, ხოლო მუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური, 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.