გიორგი გახარია - ქართველი კაცი არის ბრძენი, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან
გიორგი გახარია - ქართველი კაცი არის ბრძენი, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კარგად ესმის რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, „როცა უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც მძიმე, კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს“.

„ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილიეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა, პრეზიდენტს შეწყალების სრული ლეგიტიმური უფლება აქვს და მისი სრული კომპეტენციაა“, – განაცხადა გახარიამ.

თუმცა, გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკურად ქართველი კაცი ბრძენია და რა შეფასებაც არ უნდა იყოს, არჩევნებზე გამოჩნდება, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან.

„ის ბატონები, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად რომ გამოვიდნენ, რადგან მათ კონკრეტული კრიმინალური დანშაულები ჩაიდინეს და ისინი არაფრით არ განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, იმის მაგივრად, რომ დაუდგნენ ადამიანებს გვერდით და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ამასაც გამოიყენებენ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, რათა პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ, არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს.

საბოლო ჯამში ამას ყველაფერს გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესების გამო მაშინ, როდესაც დღეს ყველასთვის ერთადერთი მიზეზი და მიზანი უნდა იყოს, რომ ყველამ ერთად ამ ქვეყანას მოვუაროთ ისე, რომ ჯერ კოვიდი დავამარცხოთ, შემდეგ ადამიანებს ელემენტარული შემოსავალი აღვუდგინოთ ოჯახში მისატანად.

პოლიტიკურად, მერწმუნეთ, ქართველი კაცი არის ბრძენი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, აგერ მოვა არჩევნები და არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.