გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა ყველაფერი შესაძლებელია
„ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი, სხვა ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის პრემიერი, თუ შეიძლება, ახალი გუნდი ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“ ამ დროს.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
„ყველაფერი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი. ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ აღარ იყოს პრემიერ-მინისტრი საარჩევნო კამპანიის დროს, გახარია პასუხობს, რომ ის გუნდთან ერთად არის.
„რა მნიშვნელობა აქვს. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ და ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები“, – განაცხადა პრემიერმა.