გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალ სახეებზე - იქნებიან ღირსეული ადამიანები, განსაკუთრებით, ბევრი ახალგაზრდა
არ არის ჯერ ამ დონის კონკრეტიკაზე საუბრის დრო. სიმართლე გითხრათ, უბრალოდ არ გვცალია ახლა ამისთვის. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ საარჩევნო პროცესს არაფერი დაემუქროს, პირველ რიგში, ვგულისხმობ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ეკონომიკის გახსნის ეტაპებს. ეს არის ჩვენთვის ძირითადი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ახალ სახეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროფესიონალი ბევრია და ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ კარგი გამოცდილებაც დაგროვდა.
„პროფესიონალი ძალიან ბევრი გვყავს. გამოცდილებაც, ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ კარგი დაგვიგროვდა და არ მგონია, რომ ეს რაღაც პრობლემა იყოს, იქნებიან ღირსეული ადამიანები, განსაკუთრებით, ბევრი ახალგაზრდა,“ – განაცხადა პრემიერმა.