გიორგი გახარია - პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი გახლავთ საკმაოდ რთული
პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი გახლავთ საკმაოდ რთული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„რაც შეეხება ახალი პროკურორის არჩევას, როგორც მახსოვს, საპროკურორო საბჭო წარადგენს და მას ამტკიცებს პარლამენტი. შესაბამისად, ახალ პროკურორს წარადგენს საპროკურორო საბჭო და მას დაამტკიცებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი.
საქართველოს გენერალური პროკურორი და პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი გახლავთ საკმაოდ რთული“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი არის დემოკრატიული და საბოლოო გადაწყვეტილებასაც იღებს პარლამენტი.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გუშინ, მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია.