გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალ თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა. გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს დილით მივიდა.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებდა. ასევე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.