გიორგი გახარია - პოლიტიკურად ნეიტრალური, ეფექტური პოლიცია მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მუდმივად იყოს სტაბილურობის შეგრძნება
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო პოლიტიკურად ნეიტრალური, ეფექტური პოლიციის მნიშვნელობა, რათა ქვეყანაში მუდმივად იყოს სტაბილურობის შეგრძნება, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სისტემები ყოველდღიურად ვითარდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაფასებული პოლიციელი, ჯარისკაცი, მეხანძრე-მაშველი, პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა ყველა სხვა სფეროში ქვეყანა იყოს წარმატებული.
„საბოლოო ჯამში ეს დადის თითოეულ ადამიანამდე, ეს დადის, როგორც ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე ასევე, დადის სამართალდამცავი სისტემის თითოეულ წარმომადგენლამდე, ამიტომ დაფასებული პოლიციელი, დაფასებული ჯარისკაცი, დაფასებული მეხანძრე-მაშველი, დაფასებული პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ვიყოთ წარმატებული ყველა სხვა სფეროში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ეს სისტემა უნდა განვითარდეს, უნდა იყოს ეფექტური ერთადერთი ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტების პირობებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.