გიორგი გახარია - პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება
კორონავირუსთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკასა და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზეგავლენის მინიმიზაცია“, – განაცხდა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.