გიორგი გახარია - პოლიციელს არ შეეშინდა და ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში, ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაულს დაესწრო.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქალაქ ფოთში, რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე.
„მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენს პოლიციელებზე ჩვენ უფრო ვზრუნავთ და ჩვენ უფრო მეტად შეგვტკივა გული ვიდრე თქვენ. მეორე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიმართლე დადგინდეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო ყველა სახის ზრუნვას გაწევს. ყველა სხვა პოლიციელისთვის მაგალითი არის შემდეგი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად, ამიტომ ეს არის დასაფასებელი. გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთმნიშვნელოვნად დაადგენს სიმართლეს და როგორც კი სიმართლე დადგინდება, ეს ადამიანი იქნება დაფასებული სწორედ იმ ზომით, რა ზომითაც ის იმსახურებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ