გიორგი გახარია პოლიციაზე - მათთან ერთად ქვეყნის მსახურებაში გატარებული ყველა დღე ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
„დღეს პოლიციის დღეა და მინდა თითოეულ პოლიციელს ყველას მივულოცო ეს დღე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე ქვეყნის მსახურებაში და სახელმწიფოს მსახურებაში ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი. მინდა ვთქვა ისიც, რომ ხშირად ჩვენ ვერ ვაფასებთ შესაბამისად იმ ღვაწლს, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ჩადიან ქვეყნისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ მათზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი სიმშვიდე. მინდა მათ წარმატებები ჯანმრთელობა და მშვიდობა სიმშვიდე და ჯანმრთელობა ვუსურვო და მინდა ყველა საჯარო მოხელეს ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება.