გიორგი გახარიამ ოპოზიციას მიმართა - პარლამენტში საგამოძიებო კომისია რომ შექმენით, გამოიძიეთ ხომ ყველაფერი?
თქვენ მეკითხებით გამოძიების იმ საქმეებს, რომლებთანაც წვდომა არ მაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
„ეს არის პოლიტიკურად დალაგებული მესიჯინგი და ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ თქვენ შინაარსობრივად არ გაინტერესებთ რა ხდება. შინაარსობრივად რომ გაინტერესებდეთ, მე მოსული ვარ საპარლამენტო საათის ფარგლებში და უამრავი საკითხია შსს-ს პირდაპირი კომპეტენცია, რომელსაც თქვენ არ კითხულობთ და კითხულობთ გამოძიების იმ საქმეებს, რომლებთანაც მე წვდომა არ მაქვს. რა თქმა უნდა, თქვენი საპარლამენტო კონტროლის ფასი კლებულობს მნიშვნელოვნად. ის საპარლამენტო კომისია რომ შექმენით, გამოიძიეთ ყველაფერი ხომ?“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.