გიორგი გახარია - ბოლო პერიოდში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, ამის აშკარა მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დათესვა
პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.