გიორგი გახარია ოპოზიციას - როგორც ჩანს, დაიღალეთ, კოლეგებო, და ვეღარ თოკავთ, სამწუხაროდ, საკუთარ ეგოს
როგორც ჩანს, დაიღალეთ, ეტყობა, კოლეგებო, და ვეღარ თოკავთ საკუთარ ეგოს, სამწუხაროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში განაცხდა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინტერპალაციის წესი იღებს პოლიტიკური სპეკულაციების ფორმას.
„მიუხედავად იმისა, რაც აქ ითქვა, დღეს აქ ვდგევართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტსა და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები სძლევს. როგორც ჩანს, დაიღალეთ, კოლეგებო, და ვეღარ თოკავთ საკუთარ ეგოს, სამწუხაროდ. მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ამ ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა, კითხვა არ არის. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს ინტერპელაცია იღებს პოლიტიკური სპეკულირების ფორმას, თუმცა არაუშავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.