გიორგი გახარია ონის მუნიციპალიტეტის მერიაში იმყოფება, სადაც საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ონის მუნიციპალიტეტის მერიაში იმყოფება.
პრემიერი საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს, რათა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს.
გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად უკვე იმყოფებოდა სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში.
მთავრობის მეთაურმა სტიქიისგან შექმნილი პრობლემები მოსახლეობისგან პირადად მოისმინა.