გიორგი გახარია - ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.