პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ში NDI-ის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ დერეკ მიტჩელთან საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა. ასევე, გააცნო პარტია „საქართველოსთვის“ სამომავლო გეგმები.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევების დაძლევის გზებს.
საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებს“,- აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.