გიორგი გახარია - ნარკოტესტთან დაკავშირებით სულ მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ და პირველ რიგში, ამას გავაკეთებ ჟურნალისტების წინაშე
სამწუხაროდ, ზოგიერთებმა დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით ბანკებით დაიწყეს სირბილი და მე ამისთვის ახლა არ მცალია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ნარკოლოგიურ ტესტთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ტესტთან დაკავშირებით ძალიან მალე გააცნობს ჟურნალისტებს ინფორმაციას.
„ამ ბანკებით სირბილს სჯობს, რომ პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, გეგმებზე და განვითარებაზე. ამას მოაყოლეს პროპაგანდისტული მანქანა. ვინც ამ ქალაქში დავიბადეთ, ყველამ კარგად იცის, რომ არაფერი იმალება. ამიტომ, იმის მაგივრად რომ ბანკებით ვირბინოთ, ვთქვათ, რომ პირისპირ დაჯდომა არ გვინდა. ტესტთან დაკავშირებით სულ მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ და პირველ რიგში, ამას გავაკეთებ ჟურნალისტების წინაშე“, – განაცხადა გახარიამ.