გიორგი გახარია - ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონი უფრო ჰუმანური უნდა გახდეს, თუმცა გამსაღებლებთან კატეგორიული ვიქნებით
გიორგი გახარია - ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონი უფრო ჰუმანური უნდა გახდეს, თუმცა გამსაღებლებთან კატეგორიული ვიქნებით

ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონი უფრო ჰუმანური უნდა გახდეს, თუმცა რეალიზატორებს რაც შეეხებათ, კატეგორიული ვიქნებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანური მიდგომა უკვე სახეზეა.

“როდესაც საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ აქ დიდ პრობლემას ვერ ვხედავთ. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს გეგმა, კონკრეტული შეთავაზება ნარკომოხმარებლის მიმართულებით კანონი როგორ გახდეს უფრო ჰუმანური. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა ვიქნებით კატეგორიული. ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემქმნელი წახალისების მიმართულებით. თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ და სახელმწიფოს მხრივ ჰუმანური მიდგომა სახეზეა.  თუ შეხედავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ ამ მიმართულებით უკვე მსჯავრის გამოტანა ფაქტობრივად აღარ ხდება, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს. აქ ჩვენ ვიქნებით კატეგორიული”,- აღნიშნა გახარიამ.