გიორგი გახარია - მზად ვართ, ყველა რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა
ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით და დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს, რათა ამ მიმართულებით ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა.
„მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არა მხოლოდ ეს მესიჯი მივიტანოთ, არამედ, გვქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ხშირად ეს არ გამოგვდის, თუმცა გარკვეული შედეგები ამ მიმართულებითაც გვაქვს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.