გიორგი გახარია - მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს, საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებები მჭიდროდ აკავშირებთ
გიორგი გახარია - მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს, საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებები მჭიდროდ აკავშირებთ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ 4 ივლისს! მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები და მომავალი მჭიდროდ აკავშირებთ“,- აღნიშნულია გახარიას მილოცვაში.