გიორგი გახარია - მოუთმენლად ველოდები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„მოუთმენლად ველოდები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას.
მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიძლიერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.