გიორგი გახარია - მმართველ გუნდს აქვს გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება
მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება, ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, პრემიერის შეფასებით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ პოზიციას, მიმაჩნია, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, დღეს არის, დღევანდელი ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპული. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობისა და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.