გიორგი გახარია - მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 600 ლარის დახმარებას მიიღებენ
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ექვსი თვის განმავლობაში დახმარება 600 ლარს შეადგენს.
„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ასევე ისარგებლებენ ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ჩვენ გვყავს ასეთი 40 000 მოქალაქე. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.