გიორგი გახარია - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ პოლიციელს, სამხედროს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგანი გახდნენ
„მხვდა ბედნიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე. ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უსამართლოდ სწამებენ ცილს, რაც ამორალურია.
„მხვდა ბედნიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე. იდეალურად, ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომლებიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგანი გახდნენ. ეს ამორალურია. მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური ოთხი-ხუთი დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ“, – განაცხადა გახარიამ.