გიორგი გახარია - მინდა, ყველამ იცოდეს, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა, ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა, რათა მთავრობამ, ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე.
„ჩვენ აგერ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაცა პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა, ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე“,- აღნიშნა გახარიამ.