გიორგი გახარია - მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი
გიორგი გახარია - მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი

მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

კითხვაზე, შედგა თუ არა ეკლესიასთან შეთანხმება, გიორგი გახარიამ აღნიშნა: „ყველანი ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ მდგენელები ქვეყნის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოცემულობები იცვლება. შესაბამისად, რაღაც შეთანხმებები შედგება. ხვალ იქნება საერთოდ სხვა გარემო, როდესაც ეს შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს. მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს. სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს თითოეული თავისი მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანა დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგას და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის არ აქვს.