გიორგი გახარია - მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღდგომას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავენ.
„დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ.
მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს – ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით. #დარჩითსახლში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.