გიორგი გახარია - მინდა, დავავალო გუბერნატორებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა ყველა ღონისძიება, რომელსაც ატარებს მთავრობა, თანაბრად იყოს გადანაწილებული თითოეულ მოქალაქეზე
მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რათა თითოეულ მოქალაქეს დეტალურად მივუტანოთ ყველა ინფორმაცია, ყველა შეღავათი, რომელიც წესდება სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ საიტი stopcov.ge არის თარგმნილი სამ ენაზე. მინდა, მოვუწოდო, პირველ რიგში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რათა თითოეულ მოქალაქეს დეტალურად მივუტანოთ ყველა ინფორმაცია, ყველა შეღავათი, რომელიც წესდება სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმწიფოს ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია. გარდა ამისა, მინდა, დავავალო გუბერნატორებს, ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა ყველა ღონისძიება, რომელსაც ატარებს მთავრობა, თანაბრად იყოს გადანაწილებული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.