გიორგი გახარია - მერობაზე ჩვენს კანდიდატს როდესაც დავაყენებთ, ყველანი ნახავთ, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით
გიორგი გახარია - მერობაზე ჩვენს კანდიდატს როდესაც დავაყენებთ, ყველანი ნახავთ, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ თბილისის მერის შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იქნება, ამ ტურში აუცილებლად ერთ-ერთი კანდიდატი მათი პარტიიდან იქნება.

„ჩვენს კანდიდატს როდესაც დავაყენებთ, ყველანი ნახავთ, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით. ამიტომ, ახლა აქ კალაძეს დავუჭერ მხარს თუ მელიას, ერთი რამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპატიებისა და ანტიპატიებისა, მმართველმა ძალამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისი მერის არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევას, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება. ეს სამწუხაროდ, ავიწროებს როგორც ჩემი რიგითი თბილისელის უფლებას – გავაკეთო სწორი არჩევანი მერის არჩევის დროს, რადგან უკვე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახდა, ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, კითხვაზე მოსალოდნელია, თუ მერობის კანდიდატურის წარდგენას პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან, გახარიამ განაცხადა: „უნდა ელოდოთ“.