გიორგი გახარია - მე ვიყავი პირველი შს მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება, თუ საჭირო იქნა, ვიქნები პირველი პრემიერიც, რომელიც მისცემს ჩვენებას
მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას,- ამის შესახებ ჟურნალსიტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი ან სად იქნება დასაწყები დევნა.
„20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის გადანაწილებას, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „იმ პოლიტიკურმა ძალებმა, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს 20 ვინისის აქცია და, რომლებიც ტელევიზიის ეკრანიდან მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.