გიორგი გახარია - მე ეს ახალგაზრდები მეამაყებიან, ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ხვალ ჩვენი ქვეყანა
გიორგი გახარია - მე ეს ახალგაზრდები მეამაყებიან, ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ხვალ ჩვენი ქვეყანა

ეს ახალგაზრდები ჩვენი ხვალინდელი დღეა, ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ხვალ ჩვენი ქვეყანა. მე ეს ადამიანები მეამაყებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეგრელოში, ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა დანაპირები შესრულდება, რადგან ეს ახალგაზრდები ის ადამიანები არიან, რომლებიც რეალურად ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ჩაერთვებიან.

„სამეგრელოსთან მე მაქვს განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება სხვადასხვა მიზეზების გამო. დღეს გვქონდა შეხვედრები პედაგოგებთან და ექიმებთან. პედაგოგებთან შეხვედრები იყო ძალიან ემოციური. ეს ის ხალხია, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდები უნდა გაზარდონ. განსაკუთრებით ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხეს დიდი მომავალი აქვს. იმდენი წარმატებული ახალგაზრდა ვნახე, რომელიც ამბობს, რომ მე არ მინდა მარტვილი დავტოვო და წავიდე თბილისში. ახალგაზრდები ამბობენ, მე რომ განათლებას მივიღებ ევროპაში, სახელმწიფო როგორ დამეხმარება, რომ დავბრუნდე და ჩემს ქვეყანას ვემსახურო. ეს ყველაფერი საამაყოა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.