გიორგი გახარია - მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა ავაგოთ წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით
მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა ავაგოთ წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მთავრობის პირველი ამოცანა შემდგომი წლების განმავლობაში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა გამომდინარე ჩვენი ეკონომიკის ჯერ კიდევ სისუსტიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და კიდევ ბევრი კომპონენტიდან. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ უნდა ავაგოთ ნებისმიერი წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად.