საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
გიორგი გახარიამ შსს-ს თანამშრომლებსა და ყველა დანაყოფს, რომელიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სუს-ის განსაკუთრებული ღონისძიების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე და ასევე მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სუს-ის თითოეული თანამშრომლის წინაშე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა იმ დანაყოფს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რამეთუ ამ ღონისძიების ძირითადი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა იყო მიღწეული. ამ მისიის შესრულების გამო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ მებრძოლს, რომელიც იღებდა მონაწილეობას გუშინდელ ოპერაციაში”, – განაცხდა გიორგი გახარიამ.