გიორგი გახარია - კონკრეტული ამოცანები გვაქვს - პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი, საარჩევნო სიაზე არც მიფიქრია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯერ არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, თუმცა არაფერს გამორიცხავს.
გახარიას თქმით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ ადრეა, რადგან სხვა პირველი რიგის ამოცანებია გადასაჭრელი.
„არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შეასძლებელი. ნუ ვჩქარობთ, ხალხნო, ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე. ჯერ ადრეა, არანაირი კონსულტაციები, რა დროს კონსულტაციებია, ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხები გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, ამაზე არც გვიფიქრია“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.