გიორგი გახარია - კომუნალური გადასახადების სუბსიდირება აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ადამიანებს მივხმარებოდით და მათი ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა
გიორგი გახარია - კომუნალური გადასახადების სუბსიდირება აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ადამიანებს მივხმარებოდით და მათი ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო, რათა სწრაფად, ვიდრე სისტემურად სტრუქტურირებული იქნებოდა სოციალური დახმარება, ადამიანებს მივხმარებოდით, რომ მათი ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ორი მიმართულება იყო, კომუნალური და კრედიტები.

„კომუნალური სამ თვეში მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე, ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ, ვნახოთ, ფინანსური შედეგი როგორი გვექნება. კრედიტის მომსახურეობის ნაწილში გაგრძელება იქნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.