გიორგი გახარია - კლუბებში შევედით 01:00-დან 02:00 საათამდე, რადგან ამ დროს კლუბში ხალხის მინიმალური რაოდენობა იქნებოდა, მაქსიმალურად ფხიზელ მდგომარეობაში
გიორგი გახარია - კლუბებში შევედით 01:00-დან 02:00 საათამდე, რადგან ამ დროს კლუბში ხალხის მინიმალური რაოდენობა იქნებოდა, მაქსიმალურად ფხიზელ მდგომარეობაში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისის კლუბებში სპეცოპერაციების შესვლის დროსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„რატომ მაინცდამაინც ამ დროს? არჩევანი ძალიან მარტივი იყო, ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით 01:00-დან 02:00 საათის განმავლობში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან უნდა განგვეხორციელებინა 06:00-დან 07:00 საათამდე, სადაც მაქსიმალური რაოდენობა ხალხისა და საკმაოდ ნაკლებად პროგნოზირებადი მდგომარეობა იქნებოდა. პირველ შემთხვევაში ჩვენ პრობლემა გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა. მეორე შემთხვევაში ღონისძიების მსვლელობის დროს, ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ვთლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, ეს იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომელიც თავისუფლებად იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ, თუ იქ ხდებოდა დაკავება, დაკავება ხდებობდა დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობენ გზის გადაკეტვას, აქ იყო გარკვეული დისკომფორტი პოლიციასა და მათ ურთიერთობას შორის.

მინისტრის განცხადებით, არანაირი სახის სპეცაღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა, რაც გასათვალისწინებელია.