გიორგი გახარია - კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე წერილით მომმართავდნენ
კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ექნება საშუალება, რომ დეტალურად ისაუბროს.
„კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის შესაძლებლობა. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით, ამ კონკრეტული ადრესატისგან. გარდა ამისა, უკვე საფრთხე იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და მოგიყვებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.