გიორგი გახარია - ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს
ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს დღესასწაული არის სინათლის სიბნელეზე, სამართლიანობის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც ტრადიციულად, ჩვენს ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაშიც.
ახლა პანდემიის გამო ყველას რთული დღეები გვიდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო გამოწვევაზეც აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ხანუქას ზეიმობს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.