გიორგი გახარია - კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, როცა უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც ასეთი მძიმე, კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს
ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, პრეზიდენტს შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს.
„ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილიეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა, პრეზიდენტს შეწყალების სრული ლეგიტიმური უფლება აქვს და მისი სრული კომპეტენციაა“,- განაცხადა გახარიამ.