გიორგი გახარია - კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთ
გიორგი გახარია - კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთ

კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, კარანტინის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო დავალება, რომ აღნიშნულ საკითხზე კვლევა ჩაატარონ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, კარანტინის დროის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზონ. ძალიან კარგად გვესმის, რომ კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ სხდომაზე მათგან მოვისმენთ, რა შედეგი აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს თუ, მაგალითად, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20, 30, 40, თუ ვმართავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები არ უნდა შემოვიღოთ, მითუმეტეს ახლა, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსთან დაკავშირებით, 12-დღიანი კარანტინი მოქმედებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კი, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, კარანტინის პერიოდი რვა დღემდე შემცირდეს.