გიორგი გახარია - კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევა კი მიუღებელი
კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.
„სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.
კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი.
გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.