გიორგი გახარია კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს
გიორგი გახარია კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს, ნიკა მელიასა და კახა კალაძეს დებატებში იწვევს.

როგორც გახარია აცხადებს, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“.

„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა. ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში“, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს.