გიორგი გახარია - ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, რომ ეკლესიის საქმიანობაში გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ
ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ეკლესიის საქმიანობაში, გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება.
„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ დახურულ სივრცეში დიდი ღონისძიებები არ გაიმართება. ჩვენ, რა თქმა უნდა, უამრავი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ, თუმცა იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და ასე გავაგრძელებთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.