გიორგი გახარია - ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას
ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას, ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
„უაღრესად რთული პროცესი იყო კონკრეტული ინფიცირების წყაროს დადგენა, შემდგომ მისი გავრცელების, კავშირების, მათი ტესტირება და ამაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა, არამედ სამართალდამცავი ორგანოებიც შესაბამის დახმარებას სწევდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომლებიც იყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
„ამ ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომლებიც იყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ძალზედ სწრაფად გადაეწყო ინფექციური საავადმყოფოს ყაიდაზე რუხის კლინიკა და ბათუმის ინფექციური,“- აღნიშნა პრემიერმა.