გიორგი გახარია - იყო მცდელობა, ქვეყანაში მომხდარიყო ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტის, შესაბამისად ხელისუფლების ხელში ჩაგდება
გიორგი გახარია - იყო მცდელობა, ქვეყანაში მომხდარიყო ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტის, შესაბამისად ხელისუფლების ხელში ჩაგდება

რა ავარიდეთ, რა მძიმე სცენარზეა საუბარი? ეს იყო მცდელობა, ქვეყანაში მომხდარიყო ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტის, შესაბამისად ხელისუფლების ხელში ჩაგდება, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ პროცესების დროს პირდაპირ ეთერში ჩანდა მოწოდებები, იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს სხვადასხვა სიტყვებით.

„პოლიტიკური ლიდერების სიტყვებში ჩანდა მცდელობა, როგორმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების, ხელაწეული, მშვიდობიანად შევიჭრებით პარლამენტში. ერთ საათში თუ არ მოხდება ეს, გავაკეთებთ ამას, რასაც უკვე კონკრეტული ქმედება მოჰყვებოდა. ეს ხომ არ ყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო მშვიდობიანი აქცია 22:00 საათამდე. ადამიანები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ამ პოლიტიკური მოთხოვნის შესრულების, ან არშესრულების პირობებში, ჩვენ არ უნდა ვიდგეთ აქ, ჩვენ უნდა ვიყოთ პარლამენტში, რასაც უკვე მოჰყვა როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად მოწოდება გარკვეული ჯგუფების მიმართ, რომლებმაც ორგანიზებულად მიიტანეს შტურმი პოლიციაზე, პარლამენტში შეჭრის მიზნით, ეს ხომ ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შტურმის დასაწყისში ჩანან ლიდერები, მათი საუბარი, თათბირი როგორ განახორციელონ გეგმა, ამ გეგმას შემდგომ მოყვება ძალადობრივი ქმედება, ზოგიერთ მათგანიც არის ამ ძალადობრივ ქმედებაში ჩართული.

„როგორც კი ესკალაცია აღწევს უმაღლეს ტემპერატურას, ისინი ადგილიდან ქრებიან, თუმცა ერთხელ ვთქვი, რომ მათ დააპროვოცირეს პროტესტის გამომთქმელი ადამიანები შტურმზე და შემდგომ გაქრნენ. ეს ხალხი შემდგომ ჩანდა გმირთა მოედანზე, მელიქიშვილზე და კიდევ ბევრგან, სადაც კი იქმნებოდა დაძაბულობა, სადაც კი ჩნდებოდა აგრესიული ადამიანების ჯგუფი, ეს ხალხი ყველგან იყო და ამას არ სჭირდება ბევრი. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ჩანდა. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, აქ აშკარად ჩანს მოწოდება, განზრახვა, რომელიც ასევე გამოძიების საგანი უნდა გახდეს. მე მარტივ რაღაცას ვამბობ, პოლიცია არ გასცილებია პარლამენტის პერიმეტრს. ის არავის არ შლიდა, არავის თავს არ ესხმოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.